ნივთის დაბრუნება

 

  • ნებისმიერი შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია თავდაპირველი შეკვეთის მიღებიდან 3 დღის ვადაში გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული კამონაკლისი შემთხვევებისა;
    • ნივთი დაბრუნებისას არ უნდა იყოს დაზიანებული. სხვა შემთხვევაში  ნივთი არ ექვემდებარება დაბრუნებას და შესაბამისად არ დაბრუნდება თანხაც;
    • დაბრუნებისას ნივთი შემოწმდება. ზემოხსენებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში ნივთი არ დაექვემდებარება დაბრუნებას და „ველოპლუსი“ იტოვებს უფლებას არ აანაზღაუროს თანხა ან არ მოახდინოს გადაცვლა;
    • შეძენდან 3 დღის განმავლობაში ასევე შესაძლებელია, ნივთის გადაცვლა ნებისმიერ სხვა ფერსა თუ პროდუქტში, იმ შემთხევაში თუ არ არის დარღვეული ზემოხსენებული პირობები;
    • ფასდაკლების პერიოდში შეძენილი ფასდაკლებული ნივთები არ ექვემდებარება პროდუქტის თავდაპირებული ღირებულების დაბრუნებას;
    • თანხის ანაზღაურება მოხდება ნივთის დაბრუნებიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში, იმ შემთხვევაში, თუ ნივთი გაივლის შემოწმებას;
    • თქვენს საბანკო ანგარიშზე თანხის დაბრუნება წარმოადგენს თქვენი ბანკის პასუხისმგებლობას.
    • ნივთებზე პასუხისმგებლობა ჩვენს საწყობში მოტანამდე ეკისრება მომხმარებელს, ასე რომ დარწმუნდით რომ არ არღვევთ ზემოხსენებულ პირობებს;
    • ნივთის დაბრუნება უფასოა.

 

თანხის ანაზღაურება

 

  • თანხის ანაზღაურება მოხდება ნივთის დაბრუნებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, იმ შემთხვევაში თუ ნივთი გაივლის შემოწმებას;
  • თანხის დაბრუნება ხდება საკურიერო მომსახურების გამოკლებით;
  • გადაცვლის, დაბრუნების და თანხის ანაზღაურების დროს გათვალისწინებულია მხოლოდ შეძენის დროს არსებული ფასი.