ჩვენი კომპანიის ძირითადი მიზანია, მომხმარებლის მაღალი ხარისხის ველოსიპედებით უზრუნველყოფა, ველოსიპედის ნაწილებისა და აქსესუარების მიწოდება , ასევე ჩვენი კომპანია გთავაზობთ მაღალი დონის ტექნიკურ მომსახურებასა და სრულ სერვისს.
კომპანია ,,ველო+”წარმოადგენს საქართველოში ოფიციალურ დისტრიბუტორსა და ექსკლუზიურ პარტნიორს მსოფლიო ველოინდუსტრიაში არსებული ისეთი გიგანტი კოპანიების როგორიცაა: ველოსიპედების მწარმოებელი უდიდესი, წამყვანი გერმანული კომპანია Cube და ბელგიური Ridley, ასევე საბურავების მწარმოებელი გერმანული კომპანია Continental-ი და ამერიკული WTB, სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი გიგანტი იაპონური კომპანია Shimano.ჩვენი კომპანია ასევე აქტიურად თანამშრომლობს ველოსიპედების დაცვითი სისტემების მწარმოებელ მსოფლიო-ლიდერ კომპანია Abus-თან;აგრეთვე , საპოხი საშუალებების მწარმოებელ უდიდეს ბრიტანულ კომპანია Muc-off-თან და ბევრი სხვასთან.
პროდუქციის შეკვეთისათვის კლიენტმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები
იმისათვის რომ შეიძინოთ პროდუქცია ჩვენს ვებ გვერდზე, რეგისტრაცია არ არის სავალდებულო, თქვენ მარტივად შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი და დაამატოთ კალათში, ამის შემდეგ თქვენ უშუალოდ გადამისამართდებით შეკვეთის ველზე, სადაც აუცილებლად უნდა შეავსოთ მოცემული ფორმები რათა მოხდეს თქვენი შეკვეთის დადასტურება,და ზუსტ დანიშნულების ადგილამდე პროდუქციის მიწოდება, შევსების შემდეგ უკვე შეგყავთ თქვენი საბარათე მონაცემები საიდანაც მოხდება პროდუქციის ღირებულების გადახდა და დაფიქსირება ჩვენს ბაზაში, გადახდას უზრუნველყოფს “Plug And Pay-ს” დანამატი რომლის გამოყენების დროსაც თქვენი შეკვეთის მონაცემები იგზავნება ჩვენს ბაზაში იმ მიზნით რომ მოხდეს შეკვეთის დადასტურება,თანხის აღრიცხვა.
ვებ გვერდთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლება, მათ შორის სრული საავტორო და მომიჯნავე უფლებები, ასევე სხვა ინტელექტუალური საკუთრება ეკუთვნის შ.პ.ს. „ლანიმა“-ს ( ს/კ N 400135082 ).